13:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 14:33:29, 1451 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის პრესსპიკერი დეკანოზის შეწყალებაზე: განცხადება შემოსული არ არის, შესაბამისად განხილვა არ მიმდინარეობს

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საპატრიარქოს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, ვინაიდან განცხადება შესული არ არის, შეწყალების კომისია დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს ჯერჯერობით ვერ განიხილავს. 

„განცხადება შემოსული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად არ მიმდინარეობს განხილვა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის, ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ განაცხადა, რომ საპატრიარქო მზად არის დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს

რაც შეეხება ზოგადად შეწყალების კომისიას, პრეზიდენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ კომისია იმგვარად დაკომპლექტდება, რომ შეწყალების აქტის შემდეგ გაჩენილ ნებისმიერ შესაძლო კითხვას პასუხს სცემდეს.

„თავად კომისიის კონცეფციას, რომელსაც დაეფუძნება ახალი კომისია, იქნება მაქსიმალურად დაკომპლექტებული ისე, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერი შეწყალების შემდეგ არსებობდეს, იქნება პასუხგაცემული“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics