11:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 16:06:16, 1434 ნახვა

საზოგადოება
ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის  სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს.

ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წელს ავლაბრის ტერიტორიაზე უკვე მესამე სახლს ვამაგრებთ. მსგავსი პროექტების განხორციელების მიზანია, შენობებს მდგრადობა ხანგრძლივი ვადით შევუნარჩუნოთ და ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე ავაცილოთ. პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, სამუშაოების ხარისხს და ვადებს მკაცრად ვაკონტროლებთ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სურვილის შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდებით, ისანში მდებარე თბილისურ ეზოებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

აღნიშნული პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ისნის რაიონის გამგეობამ სამივე მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ჯამში,  132 369 ლარით დააფინანსა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics