|
2019-03-01 13:13:27, 1378 ნახვა
საზოგადოება
„მამალაძის საქმე შანტაჟისა და ტყვეობის სახეს იძენს“ - ელენე ხოშტარია დეკანოზის მოსანახულებლად ციხეში მივიდა
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზის მოსანახულებლად, ციხეში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მამალაძის საქმე შანტაჟისა და ტყვეობის სახეს იძენს. „პირველ რიგში მე გიორგისაც და მის ოჯახსაც აღვუთქვი გვერდში დგომა ამ კრიზისის დროს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის რაღაც უსამართლობის მსხვერპლი. ამ ბურუსით მოცულ საკითხში არცერთი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, ჩვენ რასაც ვისმენთ, ეს რაღაც შანტაჟის და ტყვეობის სახეს იძენს უკვე. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში, როცა საფრთხის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, მინდოდა, რომ საავადმყოფოში მენახა, რომ ზუსტად ვნახო, როგორ გრძნობს თავს... პრაქტიკულად, შანტაჟია ჩვენ რაც მოვისმინეთ, რაღაცას თუ იტყვის, მაშინ შევიწყალებთ. საერთოდ, ჩემი საქმე არ არის საპატრიარქოს წესები როგორ მოქმედებს, მაგრამ ადამიანურადაც აბსოლუტურად გაუგებარია. საპატრიარქო გვერდზე რომ გადავდოთ, სახელმწიფო როგორ შეიძლება რომ ასეთ თამაშებში შედიოდეს და გარიგებებში შედიოდეს და ასე ისჯებოდეს ადამიანი, ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოდგენილია
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)