05:08 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 19:37:14, 1214 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ზარდიაშვილზე - ენმ-ს „ხელი ბიჭი“ იყო და ასეთად დარჩა, შეიძლება მხოლოდ დავცინო

ზარდიაშვილი ენმ-ს „ხელი ბიჭი“ იყო და ასეთად დარჩა, შეიძლება, მხოლოდ დავცინო, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, ვანო ზარდიაშვილის მთავარი მოვალეობა პარლამენტსა და მოსამართლეებს შორის „შპარგაკლების“ მიტან-მოტანაა.

 „ტრაგიკომიკურია, რომ „ქართული ოცნების“ სახელით ადეიშვილის ხელის ბიჭი - ზარდიაშვილი ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პარტიას, რომელიც არ არის ჩემთვის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ, „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი, არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც უნდა ვუპასუხო. ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ხელის ბიჭი“, დღეს არის მათი ნარჩენების „ხელის ბიჭი“. მათი დავალებების შემსრულებელი ადამიანი, მე შეიძლება, ამაზე მხოლოდ დავცინო. არ მიყვარს, მაგრამ ეს არის ჩემი რეაქცია და ვუთხრა, რომ ადამიანი, რომელიც არის დაკავებული იმით, რომ „შპარგალკები" მიიტან-მოიტანოს პარლამენტსა და მოსამართლეებს შორის, მერე იმ სურვილებზე რომ უარს ვეუბნებოდი, კარისკენ მივუთითებდი, მერე გულდაწყვეტილი საწყალი თვალებით ისევ რომ თავის პატრონებთან გაიქცეოდა, იმის პატრონები არიან ჩინჩალაძე და ვისთანაც მეგობრობს. მათი სურვილების გამხმოვანებელი იყო, ადამიანი ოცნებობდა, რომ პარლამენტში საბუღალტრო წიგნი შეექმნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics