|
2019-02-19 14:16:50, 1591 ნახვა
სამართალი
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შსს-ში გამომძიებელთა გადამზადება იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ-პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება. დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყება აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)