18:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 10:30:14, 1432 ნახვა

სამართალი
პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული ი.დ. და 2000 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics