03:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 10:35:53, 1013 ნახვა

საზოგადოება
გოცირიძე: სებ-ის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს.

როგორც გოცირიძემ Facebook-ის დაკუთარ გვერდზე წერს, სებ-ის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური დევნისკენ არის მიმართული.

"ეროვნული ბანკის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინანდელი დარღვევისათვის ტი-ბი-სი ბანკის მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, არის პოლიტიკური დევნა. მანამდე, ივანიშვილის დავალებით ეროვნული ბანკი აიძულებდა მათ ბანკში წილის დათმობას და პრობლემის ”მშვიდობიანად” მოგვარებას. ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. 
საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ფილიალი, ხოლო მისი პრეზიდენტი, შსს-ს ლაქია. 
მამუკა ხაზარაძე სანამ კულუარული თამაშების იმედად იქნება და არ იტყვის საჯაროდ სიმართლეს, წავა არა მარტო ბანკიდან, არამედ წავა ციხეში, რადგან ასე უნდა ოლიგარქს. 
ეს პროცესი ამით არ დამთავრდება.  შემდეგი სამიზნე არის ანაკლია. 
რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ტი-ბი-სი ბანკის და მისი აქციონერების პრობლემა. ეს არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას",-წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.

სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics