|
2019-02-14 13:08:51, 983 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა
თბილისში, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი GWP-ს მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებაა. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ. პეტრიაშვილის და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 საათიდან, 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ: პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით მგვალი ბაღის მიმართულებით. მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ისარგებლებენ ნაფარეულის ქუჩით. ხოლო ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)