|
2019-02-12 17:24:47, 1519 ნახვა
სამართალი
თოლორაია: არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს ვებრძვით როგორც სხვა პირების მხრიდან, ისე სისტემის შიგნით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, უწყება ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირების მხრიდან მხრიდან, ისე სისტემის შიგნით. მისივე თქმით, 2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გარდა ამისა, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)