|
2019-02-12 14:28:53, 1533 ნახვა
სამართალი
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
რუსთავში, 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა. გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არც ერთი დეტალი არ ახსოვს. ბრალდებული სასამართლო პროცესზე ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკვლელობამდე ახლობლებმა ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიიყვანეს, თუმცა ადგილის არ ქონის გამო, ის ოჯახის წევრებს უკან გამოაყოლეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)