|
2019-02-11 14:23:05, 899 ნახვა
საზოგადოება
სლოვაკეთმა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო
სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ყველაფერი, რასაც ეუთო აკეთებს, იქნება ეს უსაფრთხოებასთან, თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, გამიზნულია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ჩვენი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დევიზიც სწორედ ეს არის - კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრებას" - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კიბო არის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე დაავადება და მასთან ბრძოლის საუკეთესო გზა დროული გამოკვლევაა. ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო-სვანეთის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, გალის რაიონში მყოფი ადამიანებისთვის ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის მნიშნელობას და აღნიშნა, რომ „სლოვაკეთის მხრიდან გაღებული ეს მცირე დახმარება ხელს შეუწყობს სკრინინგ-ცენტრის საქმიანობას".
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)