|
2019-02-08 14:20:26, 1097 ნახვა
საზოგადოება
ამაღამ მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. უწყების ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმართულებით; ჟვანიას მოედნიდან "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)