|
2019-02-08 10:32:33, 1128 ნახვა
საზოგადოება
ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ
„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უკვე შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე. შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს. ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)