19:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 10:17:34, 1209 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია

საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მათთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიის განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო. 

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე.  

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პოლიტიკა, რომელსაც სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics