21:56 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 17:45:36, 2131 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის პატრიარქმა ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადასცა

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს უკრაინის ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ლეგიონის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მამულაშვილმა ჯილდო უკრაინის მხარდაჭერისთვის მიიღო.

"მივიღე უკრაინული ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, ამ ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ეს უმაღლესი ჯილდოაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს. ეს ჯილდო იმითაც არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე პატრიარქმა  ასეთივე ჯილდო ამერიკელ სენატორრს, საქართველოს დიდ მეგობარს ჯონ მაკკეინსაც გადასცა. ეს სულიერი ლიდერის აღიარებაა. ამ ჯილდოს მიღებით პატრიარქმა დააფასა მთელი ლეგიონის ღვაწლი, რომელიც შევიტანეთ უკრაინის დამოუკიდებლობასა და მთლიანობაში. დიდება გმირებს", - ნათქვამია მამულაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics