|
2019-02-05 15:05:11, 1176 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - კარგი იქნება, ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ავლაბრის რეზიდენციაში ხელნაწერთა ინსტიტუტის ან კულტურის ცენტრის განთავსებას. "კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას მოსწონს იდეა იქ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსების, თუმცა ამისთვის იქ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. რა ფორმით იქნება ეს, იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ სხვა ტიპის მუზეუმი, აქ შენობაც უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)