|
2019-02-04 16:10:45, 1018 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი ძმა საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფების უკანონო პატიმარია“ - დეკანოზ მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას მართავს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს 2 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ - საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ფარგლებში დეკანოზ გიორგი მამალაძის და ე.წ. ციანის საქმეს განიხილოს და მამა გიორგის ზიარიბის საკითხი. ამასთან, დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. „უკვე ორი წელია, რაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებიდან, მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს შევხვდი ჩემს ძმას. მას არ სურდა, რომ ეს აქცია გაგვემართა, რადგან ის სასულიერო პირია და ეს ყველაფერი ეხება ეკლესიას. ის ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ მე ვარ ძმა, მე ვარ ოჯახის წევრი, მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მე ვფიქრობ მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოზიცია. მე ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყოველთვის საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია დამემყარებინა და მომეგვარებინა, ასე რომ ვთქვათ შიგნიდან თავიანთი პრობლემა მაგრამ სამწუხაროდ ამ ორი წლის მანძილზე არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა", - განაცხადა თორნიკე მამალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)