|
2019-02-04 13:20:04, 903 ნახვა
საზოგადოება
იანვრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 31 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 24 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3 ფაქტი, შიდა ქართლში - 27, ქვემო ქართლის მასშტაბით - 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 88 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)