20:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 12:06:19, 1295 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ - ერთ თვეში თბილისში 2 381 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

კომპანია "კაზტრანსგაზ-თბილისი" საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს.

მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის  იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი  ჩაჭრეს კომპანიის სპეციალისტებმა. თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში  მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან.

საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით:

1. ჩუღურეთი ნაძალადევი 750  კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

2. სამგორი 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

3. გლდანი სანზონა თემქა 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

4. დიღომი დიდუბე 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

5. ვაკე წყნეთი 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

6. ისანი ვაზისუბანი 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

7. მთაწმინდა კრწანისი 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

8. ნუცუბიძე 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

9. საბურთალო 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი მოგიწოდებთ ნუ მოიხმართ აკრძალული ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახს და კორპუსში მცხოვრებ თქვენს  მეზობლებს.


 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics