|
2019-02-01 17:37:58, 1323 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა
იუსტიციის სამინისტროსსსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალსა და დრამატურგს ბასა ჯანიკაშვილს უმასპინძლა. მწერალმა თბილისის მე-2 და 175-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდები წაუკითხა, ესაუბრა წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმართა. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ყოველწლიურად უერთდება საერთაშორისო ინიციატივას, რომლის მიზანიახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საქართველოში მეოთხედ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)