18:29 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 17:14:16, 1530 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია - რა დაესიზმრათ, ვერ გეტყვით

„უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სტუდენტების დაგეგმილი აქციის გამო თბილისში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის ეს შეკითხვები კითხვებს ბადებს.

„ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 მარტს, სტუდენტების მიერ სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია, არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ეს აქცია საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით რა დაესიზმრათ. ზოგადად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრი, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა, ფუნქციონირებს 2013 წლიდან, ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამ ინფორმაციას შემდეგომ აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობენ. ასეთი კომენტარები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინანსის“ კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ“, - აღნიშნა აბაშიძემ 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics