19:03 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 20:14:13, 1251 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა სიღარიბის და მათი უფლებების დარღვევის მაჩვენებელი ისევ მაღალია - ევროკომისია

საქართველოში ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით ბავშვთა უფლებებს, ჩვილთა (და დედების) სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორსულობამდე, პერინატალური და მშობიარობის შემდეგ გაწეული დაბალი ხარისხის სერვისებით არის განპირობებული. 

"ბავშვთა სიღარიბე კვლავ მაღალია. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8% -დან 31.6% -მდე გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება. დაიწყო ბავშვთა დაცვის ახალი, მოწინავე რეფერალური პროცედურებისა და სახელმწიფო საკოორდინაციო მექანიზმის განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, გადაცემისა და რეაგირების მიზნით. არ დასრულებულა ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია; ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ასევე სათანადო მონიტორინგის გარეშე ფუნქციონირებს რამდენიმე არარეგულირებული დაწესებულება, რომლებსაც აფინანსებენ და მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმთა თემები.

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics