19:03 - 26 Jul, 2026
|
2019-01-31 12:26:34, 1112 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი, დაშავდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 4-დან 7-წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)