|
2019-01-30 16:34:56, 1339 ნახვა
საზოგადოება
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი სამსახურიდან გათავისუფლდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, 4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე სოციალური მომსახურების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი წერეთელმა დატოვა. "4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ეს მოკვლევა დასრულებულია, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოც. მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ როგორც დამსაქმებლებმა ისინი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და შესაბამისი მასალები შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ დამატებითი რეაგირებისთვის", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)