|
2019-01-30 14:26:08, 1057 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი - ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საფრანგეთის მიტროპოლიტმა, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ემანუელმა, საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და მასზე სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ავტოკეფალიაზეც ისაუბრეს. „შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზს და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ეკლესიის მღვდელმთავრებთან. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება ამ საკითხის დეტალებზე და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა ან ზეწოლა. ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა“, - განაცხადა მეუფე ემანუელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)