17:30 - 26 Jul, 2026
|
2019-01-29 10:41:16, 1004 ნახვა
საზოგადოება
პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს [ვიდეო]
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. „პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)