15:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 13:13:42, 1079 ნახვა

საზოგადოება
NDI - 37% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა. 

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილებაა, 9% კი, უცხოეთში მიღებულ განათლებას ასახელებს. 

გარდა ამისა, გამოკითხულთა 62% თავს დასაქმებულად არ თვლის

კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics