|
2019-01-26 15:59:24, 1401 ნახვა
საზოგადოება
27 იანვრიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. „შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისად, დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)