14:34 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 12:06:41, 1173 ნახვა

საზოგადოება
„ქართველმა სამართალდამცველებმა კაცობრიობაში რწმენა დამიბრუნეს“ - პოლიციამ ტურისტებს მოპარული ველოსიპედები დაუბრუნა

სამართალდამცველებმა ტურისტებს თბილისში მოპარული ველოსიპედები დაუბრუნეს, - ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ერთ-ერთმა ტურისტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, მას ველოსიპედების დაბრუნების იმედი არ ჰქონდა, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა მის მოლოდინს გადააჭარბეს. 

"სამართალდამცველები დაგვიკავშირდნენ და მისვლა გვთხოვეს. უცებ გავქანდით და ადგილზე მისულებს, ჩვენი ველოსიპედები დაგვხვდა. ისეთივე მდგომარეობაში, ყველა ნივთით, თერმოსიც კი ზედ იყო მიმაგრებული, როგორც ბოლოს ვნახეთ. გაგიჟებული ვარ. გულის სიღრმეში მინდოდა, რომ ჩვენი ველოსიპედები გვეპოვა, თუმცა ამის იმედი არ მქონდა. მეგონა ისინი სამუდამოდ დავკარგეთ. ქართულმა პოლიციამ ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და ჩემი რწმენა კაცობრიობაში. როგორც თავად სამართალდამცველებმა გვითხრეს, ეს მათი ღირსების საკითხი იყო. საქართველო მიყვარხარ. ეს სადმე სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო. სამართალდამცველების მადლობელი ვარ - როკ ვარსკვლავები ხართ!", - წერს ტურისტი ნიკოლი სოციალურ ქსელში. 

ტურისტებს ველოსიპედები 19 იავარს მოპარეს. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics