14:13 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 19:51:11, 1358 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“: ვაშლიჯვარში კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დაგვხვდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები - ასეთი სურათი დახვდათ ვაშლიჯვარში, 7 ა კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში შესულ მაშველებს და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს.

აღნიშნული მისამართიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება. კორპუსის ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, სადარბაზოში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა ადგილზე შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსს სასწრაფოდ შეუწყვიტეს გაზმომარაგება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით დაკეტილ ბინაში შესვლისას სპეციალისტებს უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით, თვითნებურად დამონტაჟებული შიდა ქსელი და კუსტარულად გადაბმული რეზინის მილები დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა. ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს.


 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics