|
2019-01-17 15:04:02, 1117 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქებისას დაშავებულები მოინახულა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. ის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. ამ დროისთვის, ბავშვი სტაბილურ მდგომარეობაში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას ქირურგიული ოპერაცია და ყველა საჭირო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო დილით დატოვა ხუთმა პაციენტმა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დღეს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს კორპუსის კიდევ ერთმა მცხოვრებმა მიმართა. მას ყველა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდა. 21 წლის ორსულს ნერვული ფონის მატება აღენიშნებოდა. ის ამ დროისთვის, კლინიკაში, შემდგომის დაკვირვებისთვის რჩება. პაციენტი პირადად მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა. დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)