07:54 - 26 Jul, 2026
|
2019-01-17 10:45:15, 1044 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, ყველა უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და საკვებით, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა. „ამ დროისათვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)