07:53 - 26 Jul, 2026
|
2019-01-17 09:42:26, 4181 ნახვა
საზოგადოება
აფეთქებისას დაშავებული ხუთი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი რეანიმაციაში რჩება
დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არასრულწლოვანს კალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა, თამარ ყიყიშვილმა განაცხადა, საავადმყოფოში შეყვანილი 6 არასრულწლოვნიდან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათი გაწერა დღეს დილით მოხდა. „შემოვიდა ექვსი პაციენტი 5 გაწერილია ბინაზე, ერთი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ექმიმმა. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)