|
2019-01-16 22:46:06, 1030 ნახვა
საზოგადოება
აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში 6 პაციენტია მოთავსებული. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, სერგეენკოს თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც „იმედის კლინიკაში“ იმყოფება შედარებით მზიმეა. „საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა სერგეენკომ. "ექსპრესნიუსის" კორესპონდეტის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოინახულა, ერთი პაციენტი რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შეგახსენებთ, რომ აეთქება დიდ დიღომში საღამოს 20:00 საათისთვის მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)