|
2019-01-16 21:58:50, 1160 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის 4 ბავშვია - ისინი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის 4 არასრულწლოვანია. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ისინი იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. ამ დროისთვის მინისტრი ღუდუშაურის კლინიკაში მიდის, სადაც ასევე რამდენიმე დაშავებულია მოთავსებული, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთექბას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამასთან, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)