|
2019-01-16 21:26:37, 932 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, თბილისის მერი მივიდა
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. დედაქალაქის მერი ადგილზე არსებულ ვითარებას მის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად ეცნობა. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებას სამი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა. მანვე აღნიშნა, რომ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია და ჩამონგრეულ კორპუსში, სამაშველო სამსახურები მუშაობენ. შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამასთან, აფეთქების სიმძლავრემ ახლოს მდებარე კორპუსების მინები ჩაამსხვრია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)