06:14 - 26 Jul, 2026
|
2019-01-15 17:52:39, 1204 ნახვა
საზოგადოება
ვერაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, პირს, რომელსაც ავტომობილი დაუგორდა, მეორე ავტომობილის მძღოლმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შეჯახების შემდეგ, პირს, რომელსაც ავტომობილი დაუგორდა, მეორე ავტომობილის მძღოლმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამასთან, ავტომობილს საბარგულზე და ასევე საქარე მინაზე აღენიშნება სავარაუდოდ სამ-სამი ნატყვიარი და ჩამსხვრეულია უკანა შუშა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)