06:13 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 14:23:22, 1024 ნახვა

საზოგადოება
H1N1 ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით,H1N1 ვირუსის გავრცელების ტენდენცია გასულ კვირასთან შედარებით კლებადია.

დეკემბრის ბოლოს ვირუსით დავადებულთა რაოდენობა 277 იყო, დღეის მდგომარეობით კი, მათი რაოდენობა 273 -მდე შემცირდა.

„პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით უკვე 273 -ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგანაც რაოდენობების შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა ამითი. არა, რა თქმა, უნდა და დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics