03:43 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 15:05:49, 1528 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიან ივანუშა მოსახლეობას მოუწოდებს "ტამიფლუ" ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ.  

როგორც ივანუშამ აღნიშნა, პაციენტების უმრავლესობას „ტამიფლუ“ არ სჭირდება. 

"სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება „ტამიფლუ“, ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს „ტამიფლუ“. „ტამიფლუ“ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს“. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს“ შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე", - აღნიშნა მან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics