06:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 15:13:37, 1922 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დაკითხულია - ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ არის

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმესთან შემხებლობაში მყოფი არც ერთი პირი საქმიანობას განრიდებული არ არის, - ამის შესახებ პროკურატურის წარმოამდგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განაცხადა, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხული არიან.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის.

„ხელმძღვანელი პირები ბანკის საქმიანობას განრიდებული არ არის, რადგან ამის საჭიროება არ დამდგარა. ისინი დღესაც ჩვეულებრივ ასრულებენ მოვალეობას. ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ არის გამოკვეთილი. გიდასტურებთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხულია. ასევე, დაკითხულია გამოძიებასთან შემხებლობაში მყოფი პირების გარკვეული ნაწილი. დაიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი“, - აღნიშნა პროკურატურის წარმოამდგენელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics