|
2019-01-09 14:43:03, 1333 ნახვა
საზოგადოება
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის მიმართულებითაც. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას ახორციელებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)