02:20 - 26 Jul, 2026
|
2019-01-05 18:33:43, 1487 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დააჯილდოვა და ზუგდიდში ოთხოზორიას ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“, პირადად გადასცა. „დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა. ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)