|
2019-01-05 15:10:43, 1954 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს ფასი გაიზარდა
სიგარეტი გაძვირდა. თამბაქოს აქციზის ფასი 10-დან 30 პროცენტამდე გაიზრდა, რამაც სიგარეტის გაძვირება გამოიწვია. თამბაქოს ფასმა 50-დან 80 თეთრამდე მოიმატა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა განუცხადა, ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი. „სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად არ მცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი თუ გაიზრდება, მკვეთრად არ შემცირდება მწეველების რაოდენობა. მეტიც, ძალიან მცირედით შემცირდება. მეორე, მომხმარებელი მავნე პროდუქტიდან გადაერთვება კიდევ უფრო მავნეზე, ნაკლებ ღირებულ, ნაკლებ ფასიან სიგარეტზე. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის კვლავაც იგივე, ეს არის ის, რომ მეტი ფული შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიზეზია ის, რომ მომხმარებელმა კიდევ მეტი გადაუხადოს მთავრობას თავისი ჯიბიდან“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)