|
2019-01-05 14:24:33, 1345 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასუტრეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა და მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შეგახსენებთ, ძლიერი ქარის გამო, გუშინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა ორი ავტომობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)