|
2019-01-05 12:37:02, 1287 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სტიქიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ბათუმში მომხდარი სტიქიის გამო, ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის ადოლია კაციას ინფორმაციით, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. "სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი შემთხვევის ადგილიდან. მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. გულმკერდის ბლაგვი ტრავმა, დაჟეჟილობა, მენჯბარძაღის ტრავმა - ამ დაზიანებებით გადავიყვვანეთ საოპერაციო ბლოკში, სადაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა", - აღნიშნა ექიმმა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციუ განყოფილებაში აგრძელებს. "53 წლის მამაკაცია, რომელსაც ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. ჩაუტარდა პირველადი კვლევები და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის მკურნალობას რეანიმაციულ გამყოფილებაში აგრძელებს", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)