|
2019-01-03 18:44:21, 1737 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - „ქართულ ოცნებაში“ მყარდება დიქტატურა - ეს არის ჩამოშლის დასაწყისი
„ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ჩამოშლის დასაწყისი“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში დიქტურა მყარდება. „ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ჩამოშლის დასაწყისი. გაჩნდა ყველაზე დიდი ბზარი, რაც კი ბოლო პერიოდში ამ პარტიის კედლებზე იყო. ეს ბზარი შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდეს. ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა. განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის კომიტეტებიდანაც კი უშვებენ ხალხს. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა „ქართული ოცნება“, დღეს უკვე დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე. არჩევანი მათზეა - ან მორჩილებაში ყოფნა, ან მონობისგან გათავისუფლება“, - განაცხადა რომა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)