02:20 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 17:09:52, 1159 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი იცვლება

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს ყიდულობს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება მოახდინოს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics