|
2018-12-28 13:17:52, 1167 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში წინასაახალწლო მიღება გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლო მიღება გაიმართა. მასში სასიცოცხლო უნარების განვითარების პროექტში ჩართული, 14-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. შემეცნებით-გასართობ პროგრამაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ბენეფიციარებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული, განათლებისა და ზრუნვის სისტემების მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნები დაესწრნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)