|
2018-12-24 17:20:23, 1296 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო გრიპის ვირუსზე - საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ
„ეპიდემიაზე საუბარი არ არის. როგორც წინა წლებში, არის გაზრდილი რაოდენობა ავადობის, შესაბამისად, გაიზარდა სასაწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, H1N1ვირუსთან (ე.წ ღორის გრიპი) დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, ოჯახის ექიმები კი, ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამასთან, მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართონ. „ჩვენ გვაქვს გაწერილი, სამი წლის წინ შექმნილი პროტოკოლი, რომლითაც ამის მონიტორინგს ვახდენთ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს გადავიყვანთ 24-საათიან რეჟიმში და უზრუნველყოფას გავუკეთებთ ავტომობილებით ოჯახის ექიმებს. თუმცა, მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ თუკი სწრაფად ვითარდება სიმპტომები, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, აჭარაში დღეს გრიპის ვირუსით, 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, პაციენტს გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა ჰქონდა. შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)