03:43 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 09:01:31, 1869 ნახვა

სამართალი
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები,  ასევე, უკანონო მიგრაციის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.

საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერმა და საკონსულო ატაშემ  დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი.

სტუმრებმა შეხვედრაზე ინფორმაცია მიიღეს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობებისა და იქ დანერგილი უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics